28 ლარი და 10 თეთრი -ქუთაისში სოციალურად დაუცველებისათვის საახალწლო ნობათის გაცემა დაიწყო
28 ლარი და 10 თეთრი - ასეთია იმ ნობათის სრული ღირებულება, რომელსაც საახალწლოდ ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველებს გადადასცემს. ნობათის დარიგება დღეს დაიწყო.
როგორც მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, დახმარებას წელს 2135 ადამიანი მიღებს.
ცალკეულ ნობათში ერთი გაყინული ქათამი, 10 კვერცხი, შედედებული რძე, შაქარი, ბურღულეული და ტკბილეული შედის.
საახალწლო ნობათის შეძენისათვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 59993 ლარი გამოიყო.
ბენეფიციარები საახალწლო დახმარების მიღებას 27 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
19:09
14:22
















