ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის კლინიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 აგვისტო, 2022 • ნიუპრესი • 18

ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის კლინიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამუშაოები მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.

ქუთაისში, „ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა“ და „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩხობაძის კლინიკაში” მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერ მარინე ეგუტიასთან ერთად დაათვალიერა. როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, სასწრაფოს სერვისცენტრში კი 160 თანამშრომელი, ჯამში 42 ეკიპაჟი, გაუმჯობესებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში გააგრძელებს მუშაობას. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.

თეგები: საზოგადოება