ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

30 აგვისტო, 2022 • ნიუპრესი • 17

სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი კი 1500-მდე აბიტურიენტმა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ, 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

“სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4000-ზე მეტმა კი 50%-იანი.

8 000 არის ისეთი აბიტურიენტი, რომელიც კონკურსს გამოეთიშა, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახული ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ამ კონკურსს გამოეთიშნენ,“ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, გასულ წელს ეროვნული გამოცდებზე 38 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

თეგები: საზოგადოება