ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კამპანიის “ქუთაისის დნიოპროსთვის” ფარგლებში ფილმის “მარიუპოლისის” ჩვენება გაიმართა

4 მარტი, 2023 • ნიუპრესი • 14

კამპანიის “ქუთაისის დნიოპროსთვის” ფარგლებში  ფილმის “მარიუპოლისის”  ჩვენება გაიმართა

ჩვენებას მომღერალი ნინო ქათამაძე დაესწრო.

ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა დაძმობილებული ქალაქის დნიოპროს დასახმარებლად. კამპანიის “ქუთაისის დნიოპროსთვის” ფარგლებში დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლისის” ჩვენება გაიმართა.

ფილმი რუსეთის მხრიდან ქალაქზე თავდასხმის პირველ დღეებს და ბომბების ცვენის პარალელურად ადამიანების ყოფას გადმოსცემს.

აღნიშნული ფილმის ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წლის მარტში რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მოკლეს.

პრემიერიდან შემოსული თანხის 100% უკრაინაში გაიგზავნება. ფილმის ჩვენებას მომღერალი ნინო ქათამაძე დაესწრო, რომელმაც უკრაინისადმი მისი თანადგომა გამოხატა.

თეგები: საზოგადოება