ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეგობრობა ჩემთვის ერთმანეთისთვის მოტივაციის მიცემასა და წრფელი გრძნობით წარმატების გაზიარებას ნიშნავს, რასაც ფაქტია, რომ USAID მუდმივად ახალისებს – ვაჟა დათუაშვილი

30 აგვისტო, 2023 • Newpress • 9

მეგობრობა ჩემთვის ერთმანეთისთვის მოტივაციის მიცემასა და წრფელი გრძნობით წარმატების გაზიარებას  ნიშნავს, რასაც ფაქტია, რომ USAID მუდმივად ახალისებს – ვაჟა დათუაშვილი

ვაჟა დათუაშვილი Სამოქალაქო აქტივისტია იმერეთიდან, ბაღდათის მუნიციპალიტეტის Სოფელ ობჩიდან.

USAID მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში.

ვაჟა დათუაშვილმა, სწორედ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში 10,000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა საკუთარი იდეის განსახორციელებლად.

„ცოდნის ოდა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი არაფორმალური – საკონფერენციო, საბიბლიოთეკო და კომპიუტერული სივრცეა და ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო აქტივიზმსა და გარემოს დაცვაზე იქნება კონცენტრირებული.

„ამ მხარდაჭერამ სულ სხვაგვარად დამაფიქრა რეგიონის განვითარების შესაძლებლობებზე. ახლა უკვე მკაფიოდ ვფიქრობ, რომ მსგავსი ინიციატივის განხორციელებით, ახალგაზრდებს მეტი ემოციური ბმა უჩნდებათ ქვეყნის მიმართ, რაც, შესაბამისად, მათ სამოქალაქო აქტივიზმს უფრო ძლიერს და ინტენსიურს ხდის“ – ამბობს ვაჟა.

„რეგიონში სასარგებლო ინიციატივების განხორციელებისთვის მეტი ახალგაზრდის მხარდაჭერა უპირობოა წარმატებული სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითების შესაქმნელად. ის განცდაც უფრო გაძლიერდება, რომ ყველას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვლაში მონაწილეობა მიიღოს. მეგობრობა ჩემთვის ერთმანეთისთვის მოტივაციის მიცემასა და წრფელი გრძნობით წარმატების გაზიარებას ნიშნავს, რასაც ფაქტია, რომ USAID მუდმივად ახალისებს“, – ამბობს ვაჟა დათუაშვილი.

თეგები: საზოგადოება