ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლის მანდატურებს ახალი ფუნქცია ემატებათ

13 ოქტომბერი, 2023 • ნიუპრესი • 11

სკოლის მანდატურებს ახალი ფუნქცია ემატებათ

ცვლილებები დაგეგმილია ზოგადი განათლების შესახებ” კანონში.

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევას.

კანონს პარლამეტის კომიტეტებში განიხილავენ.

თეგები: საზოგადოება