ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ჭიათურელი მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

28 ივნისი, 2024 • ნიუპრესი • 126

ჭიათურელი მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ჩემპიონია.

ჭიათურელმა მირანდა კაპანაძემ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ჩემპიონია. სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია.

თეგები: სპორტი