ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი, 2024 • Newpress • 140

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

დავალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო

ქართველმა სპორტსმენმა, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილი მეორე ქართველია, რომელმაც ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრის მოპოვება შეძლო.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

თეგები: სპორტი