ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

9 მაისი, 2026 • Newpress • 1810

ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

მან ეგვიპტეში 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

ეგვიპტეში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ნანა ხორავა (პირადი მწვრთნელი ილია თვალოძე) ასპარეზობაში 6 მაისს ჩაერთო, 77 კილოგრამ წონითი კატეგორიის ატაცში სამივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა და 108 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში ხორავამ 126 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა. – ინფორმაციას ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.

თეგები: სპორტი