ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

იმერეთის გუნდებმა 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალზე იასპარეზეს

21 ივნისი, 2026 • Newpress • 1776

იმერეთის გუნდებმა 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალზე იასპარეზეს

რაგბის ფესტივალი, რომლის დევიზია „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, რაჭაში იმართება.

რაჭაში 14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალი გაიმართა. ამბროლაურში გამართულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 8 გუნდმა, – ამარანტები, პონტო (ქობულეთი), ჯიხა (აბაშა, სენაკი, მარტვილი), ბაღდათი, აია (ქუთაისი), ბათუმი, დინოზავრი (წყალტუბო), ჯრუჭი (საჩხერე).

რაგბის ფესტივალი, რომლის დევიზია „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, უკვე მესამე წელია ტარდება. მას ორგანიზებას რაგბის კლუბ „ამარანტები“ უწევს.

ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ მორაგბეები დააჯილდოვა და მათ მომავალშიც წარმატებები უსურვა.

თეგები: რაგბისპორტი