სადისტური მკვლელობის გამო ქუთაისელ მამაკაცს ინტერპოლით ეძებენ
39 წლის ქუთაისელ მამაკაცზე პოლონეთში ძებნა გამოცხადდა. პოლონური მედიის ცნობით, მამუკა ხეცურიანს 28 წლის პაულინა დ-ს გაუპატიურებასა და მის სადისტურ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
მათივე ინფორმაციით, 39 წლის ქუთაისელ მამაკაცზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა.
ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი და ბელორუსის ერთი მოქალაქე.
მათ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ. სასამართლომ საქართველოს ერთ მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
natemat.pl
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა

14:35
13:33
22:22
14:39
















