|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება“

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენას ეხმიანება. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ამ გარიგების შედეგად,  საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. 
ამასთან გოვირიძე მიუთითებს, რომ კარგი ისაა, რომ ბანკს სანქციები აღარ ემუქრება. 
 
„სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს. საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. სხვა რამის გამო კი არ გააყიდინეს ტიკტოკი ამერიკაში ჩინელებს.
თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ ამ გარიგებაში არის ის, რომ “ლიბერთიბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა", - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბაზისბანკი ლიბერთი ბანკის აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა.  ბაზისბანკის მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“. 
 

 

ავტორი: