5 ქვეყანა, სადაც 2016 წელს უფასოდ სწავლაა შესაძლებელი
თუკი სრულად დაფინანსებულ პროგრამებში არ გაგიმართლათ, ეს მაინც არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, რადგან ისეთი ქვეყნები როგორიცაა ფინეთი, ავსტრია,ნორვეგია, გერმანია და შვედეთი სხვადსხვა სახის სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობენ უცხოელ სტუდენტებს. უფასოდ სწავლა ფინეთში studyinfinland.fi – ის მიხედვით: დღესდღეისობით ფინეთში სწავლა უფასოა ყველა ნაციონალობის სტუდენტისთვის. მაგრამ დაიმახსოვრეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა უფასოა, თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი ფინანსები.
თუკი სრულად დაფინანსებულ პროგრამებში არ გაგიმართლათ, ეს მაინც არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, რადგან ისეთი ქვეყნები როგორიცაა ფინეთი, ავსტრია,ნორვეგია, გერმანია და შვედეთი სხვადსხვა სახის სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობენ უცხოელ სტუდენტებს.
უფასოდ სწავლა ფინეთში
studyinfinland.fi – ის მიხედვით:
დღესდღეისობით ფინეთში სწავლა უფასოა ყველა ნაციონალობის სტუდენტისთვის. მაგრამ დაიმახსოვრეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა უფასოა, თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი ფინანსები. ე.წ. საცხოვრებელი ხარჯები – ბინის, კვების, მგზავრობის და ა.შ.
ამ მომენტისთვის ფინეთში სტიპენდიები გამოყოფილია სადოქტორო პროგრამებისათვის და სხვადასხვა კვლევებისთვის.
ფინეთში ცხოვრების საფასური: ფინეთში ერთ სტუდენტისთვის საჭირო საცხოვრებელი ხარჯები თვეში დაახლოებით – 500-800 ევროს შეადგენს.
იხილეთ ასევე: list of all Finnish institutions of higher education
იხილეთ ასევე: Scholarships in Finland
იხილეთ ასევე: http://www.studyinfinland.fi/tuitionfees
უფასოდ სწავლა ავსტრიაში
studyinaustria.at – ის მიხედვით:
ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტები ქვეყნებს რომლებიც ევროკავშირში არ იმყოფებიან სემესტრში 363,36-დან 726,72 ევრომდე ახდევინებს. სწავლის გადასახადთან ერთად 17, 50 ევროა გადასახდელი სტუდენტთა გაერთიანების საწევრო და 50 ევრო თვეში ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. ავსტრიის სახელმწიფო განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ სტუდენტის საწევროს და დაზღვევის თანხას ახდევინებს.
ავსტრიაში სწავლის ხაჯები: გამოთვლების მიხედვით, თვეში 800 ევროს შეადგენს და ფარავს საკვებს, საცხოვრებელს და ჯიბის ფულს.
იხილეთ: Higher Education Institutions in Austria
წყარო: http://www.studyinaustria.at/study_in_austria/tuition_fees/
უფასოდ სწავლა ნორვეგიაში
Studyinnorway.no– ს მიხედვით:
ნორვეგიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, როგორც ნორვეგიელი ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. წესი ვრცელდება სწავლის ყველა საფეხურზე – როგორც ბაკალავრიატზე, ისე მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სპეციალიიზირებული სამაგისტრო კურსები და ითხოვენ მინიმალურ გადასახადს.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს ისინი ძირითადად ფასიანია, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით თანხა მინიმალურია.
საცხოვრებელი ხარჯები – NOK 90,000-100,000 წელიწადში.
იხილიეთ: Universities and Colleges in Norway
იხილეთ: Scholarships in Norway for International Students
იხილეთ: http://www.studyinnorway.no/Study-in-Norway/Tuition
უფასოდ სწავლა გერმანიაში
2014 წლის ოქტომბერში გერმნაიამ გამოაცხადა რომ საბაკალვრო პროგრამები ხდებოდა უფასო, როგორც გერმანელი ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. გერმნაიის ზოგიერთ მიწაზე, უნივერსიტეტები მინიმლურ შესატანს 50 ევროს ითხოვენ.
ცხოვრების ხარჯები: საშუალოდ გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები თვეში-500-800 ევროს ხარჯავენ საცხოვრებელში, ტრანსპორტში, გაუთვალისწინებელ ხარჯებში.
იხილეთ ასევე; German Universities and Colleges.
იხილეთ ასევე: Scholarships in Germany for International Students
წყარო: http://www.internationale-studierende.de/en/prepare_your_studies/financing/cost_of_education/
უფასოდ სწავლა შევედეთში
studyinsweden.se– ს მიხედვით:
ევროკავშირის ქვეყნებისთვის შევედეთში სწავლა უფასოა, დანარჩენი ქვეყნებისთვის ფასიანი მაგრამ ამ შემთხვევაში შვედეთის უნივერსიტეტები ძირითადად ნაწილობივ და სრულ სტიპენდიებს გვთავაზობენ. სტუდენტთა გაერთიანების საწევროს საფასური სემესტრში – SEK 50-350 არის.
იხილეთ შვედეთის უნივერსიტეტების სია, რომლებიც სტიპენდიებს გვთავაზობენ: Universities in Sweden that offers scholarships/tuition waivers
იხილეთ ასევე: Scholarships in Sweden for International Students
წყარო: https://studyinsweden.se/study-information/fees-and-costs/
უნივერსიტეტები რომლებიც უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობენ:
დღესდღეიობით უკვე უამრავი უნივერსიტეტია რომელიც უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. ამერიკის სახალხო უნივერსიტეტი – University of the People – უფასო, არაკომერციული ონლაინ ინსტიტუტია რომელიც ორიენტირებულია განათლების წვდომის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი გვთავაზობს საბაკალვრო პროგრამებს ბიზნეს ადმინისტრირებაში და კომპიუტერულ მეცნიერებებში.
ასვევე შეგიძლიათ იხილოთ საიტი, Coursera, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებთან და უფასოდ გვთავაზობს ონლაინ კურსებს. თუმცა თუ სერტიფიკატის აღებაც გსურთ მაშინ 30-40 დოლარის ფარგლებში ფულის გადახდა მოგიწევთ. მე ჩემი პირადი გამოცდილებით რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს. ეს არის მარტივი გზა მიიღოთ დასავლური განათლება ბევრი ფულის და დროის დაზოგვით
იხილეთ სია: Universities offering free online courses
ავტორი: