|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 სასარგებლო სასმელი, რომელიც თქვენი გულის მუშაობას უკეთესს გახდის

გული ადამიანის ძრავია, ამიტომ მას  განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. გულს აზიანებს მავნე ჩვევები, არასწორი კვება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რას ვსვამთ და რა რაოდენობით. არსებობს სასარგებლო სასმელები, რომელიც გაამაგრებს თქვენს დაუღალავ ორგანოს.

გთავაზობთ, ხუთ სასარგებლო სასარგებლო სასმელს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

წყალი

ჩვენი ორგანიზმი ძირითადად წყლისგან შედგება. მისი დეფიციტი დიდი სტრესია სხეულისთვის. საკმარისი რაოდენობის სითხის გარეშე სისხლი სქელდება და რთულდება მისი მიმოქცევა. იზრდება დატვირთვა გულზე. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ წყლის სწორი გამოყენების შემთხვევაში, 70%-ით იკლებს ინფარქტის რისკი, ამასთან ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები და ცხიმის ნაწილი.

მწვანე ჩაი

ერთი ჭიქა მწვანე ჩაი დილით აგავსებთ ენერგიით და აგიმუშავებთ ორგანიზმს. შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, ანთებებისგან და ონკოლოგიისგანაც კი.

ოთხი ჭიქა ჩაი დღეში სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს გახდის და დაასტაბილურებს წნევას.

წითელი ღვინო

ღვინო ეს არის საოცარი, ჯადოსნური ალკოჰოლური სასმელი. წითელი მშრალი ღვინო – ბუნებრივი კარდიოპროტექტორია. ის შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს. წითელი ღვინის რეგულარული გამოყენება ამაღლებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ – დღიური დოზა არის 50 გ. დღეში.

ბროწეულის წვენი

ადრე არ იყო ცნობილი ბროწეულის წვენის განსაკუთრებული სარგებლობის შესახებ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ის შეიცავს სამჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ღვინო და მწვანე ჩაი. აგრეთვე დიდი რაოდენობით კალიუმს და მაგნიუმს, რომელიც გულის კუნთს ამაგრებს, აგრეთვე, აქვეითებს არტერიულ წნევას.

საკმარისია დღეში ერთი ჭიქა წყლით გაზავებული ბროწეულის ნატურალური წვენი. გაითვალისწინეთ, ის მავნეა კბილებისთვის. მჟავამ ემალი რომ არ დაგიზიანოთ, მიირთვით საწრუპით.

ყავა

ყავის მოყვარულებმა შეგიძლიათ ამოისუნთქოთ! ახალი კვლევების შედეგად, ყავას მწვანე შუქი აუნთეს. აღმოჩნდა, რომ ის უსაფრთხოა და ამასთან, სასარგებლოც. კოფეინი ახშობს თავისუფალ რადიკალების წარმოქმნას. გამონაკლისები არიან ჰიპერტონიკები – მათ ფრთხილად უნდა მიიღონ ყავა და აკონტროლონ წნევა. ჯანმრთელ ადამიანს კი შეუძლია 4 ჭიქა მიიღოს დღეში.

ყურადღება მიაქციეთ, რას სვამთ. მავნე სასმელი ავნებს თქვენს გულს და საერთო მდგომარეობას, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს – რა მოსწონს და რას ვერ ღებულობს სიამოვნებით. პრობლემის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა