ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალი” დეპუტატი – სირცხვილია, რომ ქუთაისს ამდენი ხანია მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

26 მარტი, 2014 • ანა ჯანაშია • 23

“ნაციონალი” დეპუტატი – სირცხვილია, რომ ქუთაისს ამდენი ხანია მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

“უპრიანი იქნება ღარიბაშვილს თხოვოთ მიიღოს კანონი, რომ არჩევნებში კანდიდატებმა კენჭი იყარონ მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე,”- ამბობს გია გოქაძე.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ლევან კირკიტაძეს “ნაციონალმა” დეპუტატმა გია გოქაძემ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს. გოქაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შოთა მურღულიამ კენჭი არა როგორც მერობის კანდიდატმა, არამედ მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე იყაროს. “სირცხვილი და უბედურებაა, რომ თვეების მანძილზე ქუთაისს ჰყავს მერის მოვალეობის შემსრულებელი და არა მერი. რომ არაფერი ვთქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელზე. ასე, რომ ალბათ უპრიანი იქნება ღარიბაშვილს თხოვოთ მიიღოს კანონი, რომ არჩევნებში კანდიდატებმა კენჭი იყარონ მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე,”- ამბობს გია გოქაძე.

თეგები: ადგილობრივი თვითმმართველობასაკრებულოქუთაისი