ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულომ გარევაჭრობის ნებართვა ვაჭრობის რამდენიმე სახეობაზე გასცა

26 მარტი, 2014 • ანა ჯანაშია • 26

ქუთაისის საკრებულომ გარევაჭრობის ნებართვა ვაჭრობის რამდენიმე სახეობაზე გასცა

გარევაჭრობის ადგლები ქალაქის მასშტაბით შეზღუდული არ იქნება.

ნაყინის, გამაგრილებელი სასმელების გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დადგმის ნებართვის მიღება ქუთაისში შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ქუთაისში, სავაჭრო ობიექტების წინ მაგიდების მოწყობის საფასური 1 კვ.მეტრზე 30 ლარით, ნაყინის დანადგარის დადგმისთვის 1 კვ.მ – ზე 5 ლარით, ხოლო სწრაფი ჩარიცვის აპარატის მოწყობისთვის 1 კვ. მეტრზე, ყოველთვიურად 40 ლარით განისაზღვრა. ჩამოთვლილი ვაჭრობის სახეობებზე, გარევაჭრობის რეგულირების შესახებ დადგენილება დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. “გადავწყვიტეთ დაგვეწესებინა გარევაჭრობის რეგულაციის სფეროში არა მიწის იჯარიდან ამომავალი იჯარის თანხები, არამედ გაგვეცა ნებართვები კონკრეტული საფასურის შესაბამისად. ამ ეტაპზე, ნებართვები გაიცემა იმ სახეობებზე, რომლებიც ნაკლებად საჭიროებენ რეგულაციებს და არ სჭირდებათ რთული ესკიზები და წინასწარ ადგილების განსაზღვრა,”- ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე გარევაჭრობის ადგილები ქალაქის მასშტაბით შეზღუდული არ იქნება. “იმ შემთხვევაში თუკი ერთსა და იმავე ადგილზე რამდენიმე განაცხადი შემოვა, ასეთ შემთხვევაში კონკურსს გამოვაცხადებთ”, – ამბობს ქავთარაძე.

თეგები: გარევაჭრობატარიფიქუთაისი