ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე–მერი საპრივატიზაციო ობიექტებზე – ხელოვნური ბარიერები მოხსნილია

10 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23

ქუთაისის ვიცე–მერი საპრივატიზაციო ობიექტებზე – ხელოვნური ბარიერები მოხსნილია

კოტე ქავთარაძე ამბობს,რომ არაფინანსური აქტივების შესრულების გეგმა მიმდინარე წელს კარგად სრულდება.

ქუთაისის ვიცე–მერის, ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების გეგმის შესრულება კარგად მიმდინარეობს.

არაფინანსური აქტივები, რომელიც თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზებას ითავლისწინებს, ქავთარაძის თქმით, სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი)მონაცემებით, გეგმის შესაბამისად სრულდება.

ქუთაისის ვიცე–მერი, ამის საფუძვლად ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, გასასხვისებელი ობიექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულებას ასახელებს. ქავთარაძე, ასევე, ირწმუნება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არსებული ხელოვნური ბარიერები მოხსნილია. თუმცა, რა “ხელოვნურ ბარიერებზეა” საუბარი, ქავთარაძე დასახელებისაგან newpress.ge–სთან საუბარში თავს იკავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, ობიექტების გასხვისება გამჭვირვალედ და ჯანსაღი კონკურენციით ხდება.

თეგები: კოტე ქავთარაძეპრივატიზებაქუთაისი