ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მურღულია ქუთაისის ნაგავსაყრელის მოწესრიგებაზე – ეს რეალური დაპირებაა და არა “ბანერული”

30 მარტი, 2014 • ნიუპრესი • 26

მურღულია ქუთაისის ნაგავსაყრელის მოწესრიგებაზე – ეს რეალური დაპირებაა და არა “ბანერული”

მურღულია ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ სამუშაოები და ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს საკითხები, ეს რეალური დაპირებაა და არა “ბანერული”, როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ“ – განაცხადა დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ ქუთაისში, ნიკეას მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას,

მურღულიას განმარტებით, ნიკეას დასახლებაზე წლებია ნაგავსაყრელის პრობლემა დგას, რომელიც მისივე თქმით, ამ დრომდე უნდა მოგვარებულიყო.

თუმცა, “დღემდე დაპირების იმედად დაუტოვეს ხალხს”, – აღნიშნა მურღულიამ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე მურღულია ადგილობრივ მცხოვრებლებს, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

თეგები: ქუთაისიშეხვედრაშოთა მურღულია