ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმას, ლევავ ბობოხიძეს დღეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ლევან ბობოხიძეს, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო და კერძო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება. ლევან ბობოხიძე სამართალდამცავებმა 28 მარტს დააკავეს.
ბობოხიძეს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
30 მარტი, 2014 • ნიუპრესი • 21
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო და კერძო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
თეგები: ლევან ბობოხიძე • სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები