ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ კალათბურთის გუნდის მწვრთნელი თასის მოპოვებისთვის ბიბლიით დაასაჩუქრა

6 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23

ქუთაისის მერიამ კალათბურთის გუნდის მწვრთნელი თასის მოპოვებისთვის ბიბლიით დაასაჩუქრა

“ქუთაისი 2010”-მა კალათბურთში საქართველოს თასისათვის ბრძოლაში სოხუმელი კალათბურთელები დაამარცხეს.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, საკალთბურთო კლუბის “ქუთაისი 2010”-ის სპორტსმენებსა და მწვრთნელებს უმასპინძლა. “ქუთაისი 2010”-მა კალათბურთში საქართველოს თასისთვის ბრძოლაში სოხუმელი კალათბურთელები დაამარცხეს. “კალათბურთის ისტორიაში პირველია, როდესაც თასი შემოვიდა ამ ქალაქში. მცირედი რესურსით, ქალაქის სიყვარულითა და მოტივაციით შეძლეს ამ ადამიანებმა წარმატების მიღწევა,” – განმარტა იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქის მერია სპორტის ამ სახეობას ხელს შეუწყობს. მერიამ გუნდის მწვრთნელს, მალხაზ კოხრეიძეს საჩუქრად ბიბლია გადასცა.

თეგები: კალათბურთიმწვრთნელებიქუთაისი