newpress.ge–ის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე მთავრობის ყოფილი სახლის შენობაში შესაძლოა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია გადავიდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სამხარეო ადმინისტრაციაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. “ეს საკითხი ოფიციალურად, ჯერ–ჯერობით არ განიხილება”, – განმარტავენ აღნიშნულ უწყებაში. არსებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში სამხარეო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადავა. ამ დროისთვის აღნიშნული სახლი უფინქციოდაა. თუმცა, საარჩევნოდ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით გადავა. რაც შეეხება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ის, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არის განთავსებული.
არჩევნების შემდეგ იმერეთის გუბერნია ქუთაისის მერიის შენობას დატოვებს?
10 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 22
არსებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის ყოფილი შენობაში სამხარეო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადავა.
თეგები: იმერეთის გუბერნია • მთავრობის სახლი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები