ქუთაისის ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილი “ნაციონალების” ბრალდებას რომ ის მართვის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანლებს აიძულებ პოსტის დატოვებას, სისულელეს უწოდებს. მიქიაშვილი ირწმუნება, რომ მართვის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელბს ამ მოტივით არ იბარებენ. “ჩვენ სულხან–საბას მუნიციპალიტეტს ოთხი თვეა ვაკვირდებით. ძალიან მოუვლელი და მოუწესრიგებელია. მართვის ამ ორგანოს არ ეტყობა რომ მენეჯერი ყავდა”, – აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი. რაც შეეხება, მართვის ტერიტორიული ორგანოს პოსტის სანაცვლოდ, მერიაში თანამდებობის შეთავაზებას, ამბობს, “ამაზე არც გვქონია საუბარია. არავითარი სამსახური არ შეგვითავაზებია. რადგან, სადაც იყო იქ არ ივარგა. ფირუზ ბენიძე თანამდებობიდან გუშინ გავათავისუფლეთ”, – აღნიშნა მიქიაშვილმა.
ქუთაისის ვიცე–მერი “ნაციონალების” ბრალდებაზე – სისულელეა ზეწოლაზე საუბარი
15 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25
მიქიაშვილის განმარტებით, ბენიძე თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
თეგები: ვიცე–მერო • ნოდარ მიქიაშვილი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები