ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში სააღდგომო პრემიებისთვის 57 ათას ლარამდე გაიცა

17 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23

ქუთაისის საკრებულოში სააღდგომო პრემიებისთვის 57 ათას ლარამდე  გაიცა

სადღესასწაულო პრემიები, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის 10 აპრილის ბრძანების თანახმად გაიცა.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების სააღდგომო პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 56 584 ლარი გაიცა.

საკრებულოს 14 დეპუტატზე (საკრებულოს თავმჯდომარის მოვალოების შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები) გაცემულმა პრემიამ 22 800 ლარი შეადგინა.

ხოლო აპარატის 54 თანამშრომელზე სააღდგომოდ პრემიების სახით 33 784 ლარი იქნა გადანაწილებული.
საკრებულოში, ყველაზე მეტი პრემია, 2 750 ლარის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ლევან კირკიტაძეს ერგო. მისმა მოადგილემ, მერაბ მეშველიანმა – 2 050 ლარი, ხოლო ფრაქციებისა კომისიების თავმჯდომარეებმა 1 500-1 500 ლარი მიიღეს.

სააღადგომო პრემიები, საკრებულოს თანამშრომლების გარდა, მერიაში დასაქმებულებმაც მიიღეს.

თეგები: პრემიასაკრებულოქუთაისი