ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თავისუფალი საქართველო” ქუთაისის მერიაში გაცემულ პრემიაზე – უზენობაა მათი საქციელი

18 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 27

“თავისუფალი საქართველო” ქუთაისის მერიაში გაცემულ პრემიაზე – უზენობაა მათი საქციელი

მინდა მოსახლეობამ დაიმახსოვროს ამ ადამიანების სახელები, რომ წინასაარჩევნოდ მათი დაპირებები და ნიანგის ცრემელები არ მიიღონ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლი, გოგი წულია ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სააღდგომოდ გაცემულ პრემიებს აპროტესტებს. წულიას განცადებით, უზნეობა არის, როდესაც ათასობით ლარის პრემიას იღებენ მერიაში, როცა სოციალურად დაუცველებისათვის მხოლოდ ერთ პასკას იმეტებენ. “ეს არის სრული უზნებობა. თუმცა, ჩემი მოწოდება, რომ შეაჩერონ პრემიების გაცემა, არის მგლის თავზე სახარების წაკითხვა. უბრალოდ, მინდა მოსახლეობამ დაიმახსოვროს ამ ადამიანების სახელები, რომ წინასაარჩევნოდ მათი დაპირებები და ნიანგის ცრემელები არ მიიღონ”, – განაცხადა დღეს გოგი წულაიამ. “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები განმარტებით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების მიღება კანონშესაბამისად ხდება. “თუმცა, არის ძალიან ბევრი კანონი, რასაც არ ასრულებენ”, – აღნიშნავენ “თავისუფალ საქართველოში”.

თეგები: გოგი წულაიაპრემიაქუთაისი