ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ორმაისობის სამზადისის გამო ქუთაისის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია (Video)

29 აპრილი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23

ორმაისობის სამზადისის გამო ქუთაისის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია (Video)

აღნიშნული დღესასწაულის გამო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ქალაქის კეთილოწყობითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ქუთაისში ორმაისობის სამზადისის გამო ცენტრალურ ტერიტორიაზე ტრანსპორტი შეზღუდულად გადაადგილდება.
აღნიშნული დღესასწაულის გამო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ქალაქის კეთილოწყობითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გაზონების მოწესრიგება და ყვავილების დარგვა.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ დღესასწაულზე მოწვეულები არიან მთავრობის წარმომადგენელბი. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

თეგები: ორმაისობაქუთაისიშეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა