ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ცენტრალურ მოედანი ორმაისობის გამო გადაკეტილია

1 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 22

ქუთაისის ცენტრალურ მოედანი ორმაისობის გამო გადაკეტილია

ცენტრალურ მოედანსა და ნიუ პორტის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეღზუდულია.

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანსა და ნიუ პორტის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეღზუდულია. ასევე, ორმაისობის დღესასწაულისთვის მოედანზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადზე, დღეს ახალი ბანერი, წარწერით – “ტრადიციები გრძელდება” გააკრეს. ორმაისობის, იგივე გვირილობის დღესასწაულზე ქალაქის უბანებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება.

თეგები: მზადებაორმაისობაქუთაისი