Website is under construction
კულტურა

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება

15 ივლისი, 2026 • NewPress • 112
ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება

ქუთაისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად ზვიად გამსახურდიას ძეგლი  ე.წ. კიკვიძის სკვერში იმ ადგილას დაიდგმება, სადაც წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი იდგა. ამის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს.

“ქუთაისში ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიის სხდომაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით.

იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე, რომელიც ოდნავ წინ იდგება. ზომაც სხვა ექნება.

აქვე გარკვევით ითქვა, რომ კიკვიძის ძეგლი ყველა წესის დაცვით გადატანილი იქნება მუზეუმში, როგორც არტეფაქტი.

ვიღაცეების გასაგონად კიდევ ერთხელ: არავითარი ბუშის, გენშერის ან ჰავიერ სოლანას ძეგლის დადგმას აქ არავინ არ აპირებს და პროვოკაციულ განცხადებებს შეეშვან!”, – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისთვის, ვასილ კიკვიძის ძეგლი რამდენიმე დღის წინ აიღეს.

თეგები: , ,


ასევე წაიკითხეთ: