„ყველა ბაღიდან წავა ზამთარი” – ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 24 ივლისს, 19:00 საათძე, სასტუმრო „არგოში“.
წიგნი ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულს წარმოადგენს.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი დღეს 54 წლის გახდებოდა.
ქეთის ხსოვნის პატივსაცემად დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. ის რადიო “ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.