კვირა, 2 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ნამახვანისჰესის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

2 აგვისტო, 2026 • NewPress • 100

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ნამახვანისჰესის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება ახალი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები.

ნამახვანის, ასევე, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო BMG-ის კითხვის  პასუხად.

როგორც სამინისტროს წერილშია განმარტებული,  საქართველოს სჭირდება ახალი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები.

„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ნამახვანის, ასევე, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისე, გარემოზე და სოციალური ზემოქმედების კუთხით.

საქართველოს სჭირდება ახალი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იქნება სარეზერვო სიმძლავრე ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, 2036 წლის სახელმწიფო სტრატეგიის საბოლოო მიზანი – სრული ელექტროენერგეტიკული სუვერენიტეტი და იმპორტის ნულოვანი მაჩვენებელი პირდაპირ არის გადაჯაჭვული ახალი, დიდი მარეგულირებელი სიმძლავრეების მშენებლობასთან, მათ შორის, ეს არის ხუდონჰესის, ნენსკრას და ნამახვანი ჰესის პროექტები, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 1400 მგვტ-ის ფარგლებშია.

2036 წლისთვის, როდესაც შიდა მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზე იქნება, ამ პროექტების წილი ქვეყნის მთლიან ელექტრომოხმარებაში დაახლოებით 17%-ს გაუტოლდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ნამახვანჰესის პროექტი მოსახლეობის მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაიშალა, თურქულმა კომპანიამ „ენკამ“ ტექნიკა გაიყვანა და ტერიტორიია დატოვა.  საერთაშორისო არბიტრაჟმა კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა და საქართველოს სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციის გადახდა დააკისრა .

თეგები: ეკონომიკის სამინისტრონამახვანიჰესი