წელის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ამ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა. ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად პაციენტები წელის ქამრებს ატარებენ.
რა ტიპის წელის ქამრები არსებობს?
წელის კორსეტები და ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. განვიხილოთ, სხვადასხვა ტიპის ქამრები:
- თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ–წელის) კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
- ხერხემლის ქამარი – დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან, მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.
რა უნდა ვიცოდეთ წელის ქარების გამოყენებამდე?
წელის ქამრები ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. შესაბამისად, ამ პროდუქციის გამოყენებამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.