ორსულობის დროს ორთოპედიული ქამრის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქალის ფიზიკურ მდგომარეობას. ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება და ქალების უდიდეს ნაწილს წელის ტკივილი აწუხებს. ამ დროს კი რეკომენდებულია საორსულე ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს, დატვირთვას სწორად ამსუბუქებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ამ პროდუქტს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგდამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- საორსულე ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.
- ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) – ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.
- ორსულობის შემდგომი ბანდაჟი - ორსულობის შემდგომი ბანდაჟის გამოყენება რეკომენდებულია როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, ასევე საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში. ორსულობის შემდგომი ბანდაჟი უზრუნველყოფს ფორმების სწრაფად აღდგენას.
ორსულობის ქამრის დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს. სასურველია, რომ საორსულე ქამრების გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი.