|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მთავრობა ურჩევს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის - რეკომენდაცია ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
 
დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალი გადაწყვეტილებების შესახებ განაცხადეს.
 
აღნიშნული რეკომენდაციების თანახმად:
18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
 
დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.
 
კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა. 
 
 დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულია 33 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა