|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

800 ათასი ლარი ქუთაისის ვიცე მერის ბიზნესპარტნიორის კომპანიისათვის - გიგა შუშანია მორგებით ტენდერებზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში არსებულ კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. საკრებულოს დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, მერია ტენდერებს ვიცე-მერის ბიზნესპარტნიორის კომპანიაზე მორგებით აცხადებს.

 დეპუტატის თქმით, პირობით ტენდერებს ქუთაისის და თბილისის თვითმმართველობები ისე აცხადებენ, რომ მხოლოდ კომპანია "ლიკო 1" იმარჯვებს, რომელიც ვიცე-მერის იუზა უგულავს ბიზნესპარტნიორისაა.

კომპანიას ჯამში 800 000 ლარის ღირებულების 35 ტენდერი აქვს მოგებული. გიგა შუშანიას თქმით, ეს კორუფციის და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

"ქუთაისის და თბილისის მერია ერთ კომპანიაზე მორგებულ ტენდერს აცხადებენ. კომპანია ვიცე-მერის იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორისაა და ეს არის კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მორგებულია ტენდერი ამ კომპანიაზე, რომელიც ძელსკამებს აწარმოებს. კომპანიამ ჯამში 800 000 ლარის ტენდერი მოიგო. ნაცვლად იმისა, რომ თანამშრომლებდნენ ხალხის კეთილდღეობისთვის, თანამშრომლობენ ბიუჯეტის გაყოფაზე", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

 საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა