"9 აპრილის მემორიალური ძეგლი რესტორანში – ეს არის ტრაგედია" (VIDEO)
ქუთაისში მოქალაქეები "9 აპრილის მემორიალურ ძეგლთან" რესტორნის გახსნას აპროტესტებენ. მემორიალთან ახალი რესტორნის გახსნის აღსანიშნავად მაგიდებსა და სკამებს აწყობენ, რაც ქუთაისელი მოქალაქეებისთვის პროტესტის მიზეზი გახდა. მათი განცხადებით, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მთელი ქვეყნისთვის.
"ეს არის ტრაგედია, როგორ შეიძლება რესტორანში მოაქციო 9 აპრილის მემორიალის ძეგლი. როგორ დაუშვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მსგავსი საშინელება. 9 აპრილის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. მოქანდაკე რეზო რამიშვილმა ეს რესტორნისთვის კი არა, სამშობლოსთვის გააკეთა",–აღნიშნავს ქუთაისელი დოდო ლაღიძე.
რესტორნის მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ 9 აპრილის მემორიალურ ძეგლთან მაგიდა და სკამები მხოლოდ გახსნის ცერემონიალისთვის მოაწყვეს, რომელსაც ღონისძიების შემდეგ აიღებენ.
მოქალაქეები რამდენიმე საათში მერიის წინ შეკრებას და აღნიშნულის გაპროტესტებას აპირებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი