"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" უფროსად გიორგი გიორგობიანი ინიშნება
ქუთაისის მერია შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელს ხვალ წარადგენს. როგორც ცნობილია, შპს-ს უფროსის პოსტზე გიორგი გიორგობიანი ინიშნება- ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში დაუდასტურეს.
გიორგი გიორგობიანი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, თუმცა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. მისი განცხადებით, პოსტიდან წასვლა პირად საკითხებს უკავშირდებოდა, რის გამოც ქალაქის დატოვება მოუხდა. მოკლე ხანში კი ქუთაისში დაბრუნდა და მერიის სპორტულ ააიპში უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
რაც შეეხება ახალ შპს-ს, მერიამ გასული წლის სექტემბერში დააფუძნა. ორგანიზაცია ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტის მართვას მოემსახურება.
ავტორი: ირინა მაკარიძე