|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ააიპის გაუქმება ბოტანიკური ბაღისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება"

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ღია წერილს, რომელიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღისათვის სტატუსის შეცვლის მიზანშეუწონლობას ეხება, ქუთაისის მერი პასუხობს. 

"ყველას თავისი აზრი აქვს... ქალაქი დაინახავს, რომ ააიპის გაუქმება ბოტანიკური ბაღისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება, დინამიურად გაგრძელდება მისი განვითარება. მთავარია, სწორად განვითარდეს და ბაღს არ დააკლდეს თანხები, რაც ქონდა ბიუჯეტით გათვალისწინებული. ბოტანიკურ ბაღში შევა ხიდი, რაც იგეგმებოდა.  ამჯერად  ხიდის პროექტის შესწორებები მიმდინარეობს. კიდევ ბევრ ძალიან კარგ სიახლეებს ვგეგმავთ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 კითხვაზე, თუ ბიუჯეტი არ იცვლება, რა საჭირო იყო ააიპის გაუქმება, ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ ისე უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ  თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ქუთაისის მერს გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებს. დარჩიძის განცხადებით, დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსის გაუქმება  ბოტანიკურ ბაღს, როგორც მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევის, მცენარეთა კოლექციების შექმნის, კონსერვაციისა და ეკოლოგიური განათლების მნიშნელოვან ბაზას, საფრთხეს უქნის.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ააიპის სტატუსი 18 იანვარს გაუუქმდა და ის ააიპი "კულტურული დაწესებულებების გაერთიანებას შეუერთდა. ბოტანიკურ ბაღში დაინიშნა ააიპის წარმომადგენელი, რომელსაც რეორგანიზაციის საკითხების კურირება დაევალა.  

 

"ქუთაისის ბოტანიკური ბაღის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმის მისი ფუნქციის შენარჩუნებას"

ავტორი: ირინა მაკარიძე