|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანებმა, რომლებმაც თითქოს პარტია დატოვეს, ჩვენი მხარდამჭერებიც არ არიან"

პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნება" სიცრუეში დაადანაშაულა.

როგორც მან განაცხადა, ვანსა და ხონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის სიცრუის ტირაჟირება.

„ვანში იმ 10 ადამიანიდან, რომლებმაც თითქოს დატოვეს ჩვენი პარტია, „ევროპული საქართველოს“ წევრები კი არა, საერთოდ მხარდამჭერიც კი არ არიან. სამტრედიაში კი 150 ადამიანიდან მხოლოდ 3 იყო ჩვენი მხარდამჭერი და არა წევრი. ეტყობა კახა კალაძისთვის 10 ადამიანი პრესტიჟისთვის ცოტა იყო, ამიტომ დააყენეს 150 ადამიანი. ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვანში მათი პარტიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს და მათგან პარტიული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვენ.

 

ავტორი: ნიუპრესი