"ამას უნდა შეჭრა დაარქვან, უნდა დესტაბილიზაცია, აუცილებლად ვეცდები ყველა ხმის დაცვას“ [VIDEO]
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ უბნებზე არსებული მდგომარეობა შეაჯამა. მისი თქმით, პირველი ფაზა გაყალბების მიღწეულია და ხმების დათვლის დროს მეორე ეტაპი დაიწყება, რასაც მისი თქმით, არ დაუშვებს და აქციები მოყვება.
„პირველი მცდელობა გაყალბებისა მიღწეულია, როდესაც ხელისუფლება ტელევიზიებით ცდილობდა ამომრჩევლის გულგატეხვას, პოლიტიკისადმი ზიზღი უკვე მიღწეულია. ამან შედეგი გამოიღო, აქტივობა არის ძალიან დაბალი, მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება. ახლა ჩაირთვება მეორე ფაზა, ხმების დათვლის პროცესში დაიწყება გაყალბება. მაქვს ინფორმაცია და მყავს წარმომადგენლები, რომლებზეც ხდებოდა ზეწოლები, რათა დათმონ ხმები. შარშანდელივით არ ვაპირებ გავჩუმდე და წინასწარ ვაანონსებ აქციებს. ამას უნდა შეჭრა დაარქვან, უნდა დესტაბილიზაცია და რევოლუცია, აუცილებლად ვეცდები ყველა ხმის დაცვას“–განაცხადა წულაიამ. მისი თქმით, მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი