|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრიხის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ორი ვერტმფრენია. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, ხანძრის დღის ბოლომდე ხანძრის ლოკალიზება მოხდება.

“ცეცხლი თითქმის 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სავარაუდოდ, ხანძრის ლოკალიზებას დღის ბილომდე შევძლებთ”-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა ლეხუმისა და ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა