|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკაში ქართული ფილმის „მედეას ერი“ ჩვენება მოეწყო

ამერიკაში   ქართული ფილმის „მედეას ერი“ ჩვენება გაიმართა. პრეზენტაცია  ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტში მოეწყო. პრეზენტაციამდე დამსწრე საზოგადოებას ფილმის გადაღების მოტივებზე რეჟისორი მედეა ასათიანი და ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ანა ლეჟვა ესაუბრნენ.

ჩვენებას  ამერიკელებთან ერთად ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ. აუდიტორიისთვის ფილმი ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. ამერიკელების გაკვირვება ფილმის მხატრულმა ნაწილმა  გამოიწვია. მათი თქმით, საქართველოს ასეთი საინტერესო ისტორია თუ ქონდა,  ვერ წარმოედგინათ. ფილმის დასრულების შემდეგ დამსწრეებმა რეჟისორს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

 

 

 შეგახსენებთ,  ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა რეჟისორმა, მედეა ასათიანმა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მედეას ერი“  საკუთარი სახსრებით გადაიღო. ფილმი  ქართველი ქალების როლსა და მათ სიძლიერეზე  მოგვითხეობს.

დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმში აღწერილია შვიდი ქალის: მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მაია წყნეთელისა და მარიამ დედოფლის ცხოვრების ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები.  შვიდი ქალის განსახიერება ქუთაისელმა მსახიობმა ელზა სულაძემ შეძლო. 

ამ თემაზე:

ქუთაისში დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „მედეას ერი“ პრეზენტაცია გაიმართება

„ერთ ფილმში შვიდი გმირი ქალი განვასახიერე"


 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა