|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ისე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).
 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა