"არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა"
"არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა"–განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, ის რჩება იმ პოზიციაზე, რომელი პოზიციაც მმართველ გუნდს 2016 წელს ქონდა. ნარჩემაშვილის განცხადებით, რეგლამენტშიც და კონსტიტუციაშიც პარლამენტის ადგილმდებარეობად, როგორც თბილისი, ასევე ქუთაისიც უნდა დაეტოვებინათ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ზუსტად ისეთი, როგორიც იყო საარჩევნო კამპანიის დროს, 2016 წელს, როდესაც კენჭს ვიყრიდი ერთ–ერთ ოლქში ქუთაისში. ვთვლიდი და ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე შესაძლებელია, გაუაზრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმის შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ვმუშაობთ ქუთაისში, რეგლამენტშიც და კონსტიტუციაშიც უნდა დარჩენილიყო ორივე ქალაქი პარლამენტის ადგილსამყოფელად. მე ამ შემთხვევაში, ვთვლიდი, რომ ეს სრულად ასახავდა იმ პოზიციას, რომელიც ქონდა დაპირების სახით ხელისუფლებას 2016 წლის არჩევნებზე. ამ პოზიციაზე ვარ დღესაც, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად გადატანა. ვთვლი, რომ შესაძლებელია პარლამენტმა იფუნქციონიროს თბილისში, ასევე ქუთაისში“–განუცხადა ჟურნალისტებს კობა ნარჩემაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი