|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“არა რუსულ კანონს”- ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია - “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კანონი გვაშორებს ევროპას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და პირველ რიგში სიტყვის თავისუფლებას და ღირსებას ულახავს ადამიანს, რომელიც დასაქმებული არიან არასამთავრობო სექტორში.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი