არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია, ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუალი - მაკა ხეცურიანი
ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება“ - ამის შესახებ პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ხეცურიანის თქმით, გუშინდელმა დღემაც ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული კანონის წინააღმდეგ და რაც მთავარია იმედის მომცემი მუხტი იყო აშკარა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის შემდეგ ევროპული მისწრაფებების მქონე ქალაქში ისევ მოგვიწევდა რუსული კანონის მიღების საშიშროების წინაშე დგომა, ისევ იგივე საკითხზე შეკრება. ერთი წლის წინანდელმა მარტის აქციებმა აშკარად ცხადყო, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება.
გუშინდელმა დღემაც ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია და რაც მთავარია იმედის მომცემი მუხტი იყო აშკარა. 35 წლის განმავლობაში არცერთ 9 აპრილს არ შეკრებილა იმდენი ხალხი რუსთაველის გამზირზე, რამდენიც გუშინ, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა მიუხედავად.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ისტორიულ უბანში სადაც ახლა ვიმყოფებით არის ორი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც პირდაპირ სიმბოლურ კავშირშია დღევანდელ დღესთან. აქვე რამდენიმე მეტრში არის არამარტო ქუთაისისთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ორი პიროვნების პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ცისფერყანწელთა ტრაგედია, ცისფერყანწელთა ბედი ზუსტად არის კავშირში იმასთან, თუ რას აკეთებს რუსული ხელისუფლბა, რუსული ტოტალიტარული რეჟიმი და რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ნიჭიერება პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები სრულყოფილებისკენ სწრაფვა აი ამ ტოტალურმა რეჟიმმა.
აქვე მეორე ადგილი არის პირველი საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მემორიალურ დაფაზე არსებული სახელები და გვარები ნათლად გვიჩვენებენ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ევროპულ და ქართველ გენს, რომელის აუცილებლად გააგრძელებს სწრაფვას ევროპისკენ.
და ბოლოს, არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუალი“ - განაცხადა მაკა ხეცურიანმა.
ავტორი: