არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
პარლამენტის სასწავლო ცენტრში კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ხათუნა წიწავამ ტრენინგის მონაწილეებს პრობაციისეროვნული სააგენტოს მიზნებსა და სტრუქტურაზე, მის ფუნქციებსა და სერვისებზე ინფორმაცია გააცნო და ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მსჯავრდებულთა საქმისაღსრულება, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა განრიდება, ვიდეოპაემნები და შინაპატიმრობა.
ტრენინგი პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კონკრეტული ტრენინგის გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად,პარლამენტის სასწავლო ცენტრში უკვე ტრადიციად დანერგილ სხვადასხვა სასწავლო კურსის გამართვის დანიშნულებაზე ისაუბრა.
„ივნისიდან დავამკვიდრეთ თანამშრომლობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შესაძლებლობა გვეძლევაპრაქტიკოსი ტრენერებისგან, რომლებმაც კონკრეტულ სფეროებზე ყოველდღიური გამოწვევების და პრობლემატიკის შესახებ იციან, შესაბამისი ცოდნა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივად სასარგებლოა, რადგან თქვენ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ხედავთ თუ როგორ ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების პრაქტიკაშიგანხორციელება და იმპლემენტაცია. მეორე მხრივ, თქვენ უღრმავდებით და იგებთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რომელსაც ეს უწყებები ამ კანონის განხორციელებასთანმიმართებაში აწყდებიან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სხვადასხვა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაწყებული თანამშრომლობა კონკრეტული სფეროებიდანწამოსული პრობლემების უკეთ გაგებას, მათ სიღრმისეულ ანალიზს და შემდგომში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობისას იმ საფუძვლების უკეთ გაცნობასგულისხმობს, რამაც კონკრეტული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა.
ტრენინგის დაწყებამდე პარლამენტის აპარატის უფრომა საქართველოში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, როგორც ტრენინგის მთავარი თემისმნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეს სფერო მნიშვნელოვნად ვითარდება.
„ეს არის ძალიან საინტერესო სფერო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, რომ ეს სისტემა ევროპულ დონეზე აეყვანა და შესაბამისად, ის სტანდარტებიდაემკვიდრებინა, რომელმაც საშუალება მისცა საქართველო გამხდარიყო ევროპის პრობაციის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. სწორედ დღევანდელ ტრენინგზეპარლამენტის აპარატის თანამშრომლები აღნიშნული სფეროს განვითარების მიმართულებებზე, მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ ნოვაციებზე სასჯელარსრულებისადა პრობაციის სასწავლო ცენტრის მუდმივმოქმედი ტრენერისგან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოისმენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ავტორი: ნიუპრესი