|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არგოს" მშენებლობის ნებართვა წინა მერის საქმიანობის პირობებში გაიცა - ქუთაისის მერია

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" მიმართვას ქალაქის მერიაში პასუხობენ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, კაფე არგოს მშენებლობის ნებართვა  წინა მერის საქმიანობის დროს გაიცა, დარღვევების გამოიკვეთის შემთხვევაში,  შესაბამისი რეაგირება იქნება. 

"კაფე-ბარ ,,არგოს" მშენებლობაზე წინა მერის საქმიანობის პირობებშია გაცემული. ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ის მაქსიმალურად გააკონტროლებს ქალაქში მიმდინარე ყველა მშენებლობას და თუ რაიმე სახის დარღვევა იქნება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იმ შემთხვევაში, თუ კაფე-ბარი ,,არგო" პროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევითაა აშენებული, რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ობიექტები, ისიც მოექცევა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყურადღების ქვეშ,"-განაცხადეს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 

შეგახსენებთ, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ზვიად ჯავახია ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მერის დროს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტს  იკავებდა.

 „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორია კაფე "არგოსთვის" ადგილმონაცვლეობით შეირჩა. 2013 წელს, ქალაქში რამდენიმე სკვერი ერთდროულად გასხვისდა, მათ შორის „სამი ოთარის“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც შპს "ანასტასიას"  წარმომადგენელმა ხატია გაგუამ შეიძინა. მოგვიანებით, ფაქტს საზოგადეობაში დიდი გამოხმაურება მოყვა, რის გამოც ქუთაისის მერი შოთა მურღულიამ  2013 წელს მისი წინამორბედის მიერ გასხვისებული ტერიტორიის მფლობელითვის ახალი ტერიტორია შეეთავაზება მოახდინა, რაც თავის მხრივ, ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ისტორიული „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ მშენებლობა გააპროტესტეს და მომხდარში კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტოც დაადანაშაულეს, რომელმაც ნებართვა გასცა.

გიორგი ჭიღვარიას კაფე "არგოს" მშენებლობის კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის ისტორიულ უბანში კაფე "არგო" იხსნება [PHOTO]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა