|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაცული იყო ბავშვების უსაფრთხოება, ბავშვები არ იყვნენ საფრთხის წინაშე"

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის ცენტრში განმარტავენ, რომ ოჯახი, რომელიც ხანძარს შეეწირა, სოციალური დახმარების მიმღები იყო.

სააგენტოს წარმომადგენლის ელენე ჩხეიძის თქმით, ოჯახს დახმარება ორი თვით გეგმიური შემოწმების გამო ქონდა შეჩერებული და ამჟამად დაახლოებით 1300 ლარს იღებდნენ.

"ბავშვების ბიძა გარდაიცვალა, ოჯახმა რამდენიმე დღით დატოვა სახლი და გადავიდნენ სხვა სახლში, რაც ჩვენთვის უცნობი იყო. ისინი დახმარებას ყოველთვიურად იღებდნენ სოციალური შემწეობას, მრავალშვილიანობის დახმარებას, შშმ პირებისთვის განკუთვნილ პენსიას ასევე ბებიის პენსიას. დახმარება შეჩერებული ქონდათ გეგმიური შემოწმების პერიოდში, ორი თვით. შეწყევეტა დიდხანს არ გაგრძელებულა, აღუდგათ დახმარება ორ თვეში, შეჩერებული თანხა დაერიცხათ და ამჟამად იყვნენ დახმარების მიმღებები", - განაცხადა ელენე ჩხეიძემ.

კითხვაზე, ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პირობების შესახებ იცოდა თუ არა სააგენტომ და რატომ არ მოხდა ბავშვების დროებით გაყვანა, პასუხობს, რომ გაყვანა უკიდურესი ფორმაა და ამის საჭიროება არ იყო.

"ბავშვის გაყვანა არის უკიდურესი ღონისძიება და ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია მშობლების უფლებების რეალიზაციის შეუძლებლობას, ბავშვების უფლებების დარღვევას და ძალადობას. იღებდნენ განათლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად,  ასევე ჯანდაცვის მომსახურებას, ამიტომ გადაუდებელი მომსახურება არ გახდა საჭირო. აღნიშნულ ფართში დაცული იყო ბავშვების უსაფრთხოება, შეყვანილი იყო დენი და წყალი და ბავშვები არ იყვნენ საფრთხის წინაშე"-განაცხადა ელენე ჩხეიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა