|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშენდება თუ არა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ქუთაისში?

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის  ასაშენებლად ყოფილი "ლითოფონის ქარხნის" ტერიტორია შეირჩა.

აუზის მოსაწყობად პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა შეემუშავებინა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამის შესახებ "ნიუპრესს"  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა. 

"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მოსაწყობად  რამდენიმე ადგილი განვიხილეთ, ბოლოს შეირჩა ლიტოფონის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მერიის ბალანსზე იყო. ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სხვა კომპანიას ეკუთვნოდა, გადავცვალეთ. ამის შემდეგ ვაპირებდით დაპროექტებას, მაგრამ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ჯობდა, მათ დაეპროექტებინათ, ამიტომ მივწერეთ ოფიციალური წერილი, რომ საცურაო აუზის მშენებლობა გვინდა და აი, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. სიტყვიერი პასუხით ვიცით, რომ აუზის ასაშენებლად სახსრები არსებობს",-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 

შეგახსენებთ,  ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოწყობასთან დაკავშირებით  ქალაქის მერმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას  განაცხადა. 

ამ თემაზე:

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა იწყება

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა