აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.
შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც აშშ-ის საელჩო ახორციელებს როგორ უმაღლესი, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ელჩმა კელი დეგნანმა სტუდენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა.
ავტორი: ნიუპრესი