ათენის პოლიციამ ქართველი მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნა
ათენის პოლიციამ 66 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 24 და 44 წლის 2 ალბანელი, ბანდის დანარჩენ 2 წევრი იძებნება.
ქართველი მამაკაცი, რომელიც დამნაშავეთა სამიზნე გახდა, 2005 წლიდან იმყოფებოდა საბერძნეთში. ის ათენის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე ქალაქგარე ზღვისპირა დასახლება დრაპეცონაში მუშაობდა. კერძო სახლში, მოხუცებს უვლიდა, სადაც ერთი ოთახიც ჰქონდა საცხოვრებლად გადაცემული, სარდაფში.
ემიგრანტების საიტის, Georgians.gr-ის ცნობით, რომელიც ამ ინფორმციას ავრცელებს, "სწორედ იქ მოხდა მისი მკვლელობა, შარშან სექტემბერში, როდესაც ალბანელ დამნაშავეთა ჯგუფმა ჯერ შეკოჭა, შემდეგ 200 ევრო აართვა და ბოლოს პირაკრული დატოვა. სამედიცინო ექსპერტიზის მაშინდელი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა".
წყარო: Georgians.gr
ავტორი: ნიუპრესი